Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ მინსკის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება მოხდა


გავრცელებული ცნობებით, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება მოხდა. თვითმხილველის თქმით, ქალაქის ცენტრში, სადგურ „ოქტიაბრსკაიადან“ ბოლი ამოდიოდა და დაშავებულები საკაცეებით გადაჰყავდათ. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც იუწყებიან, ბელორუსიის საგანგებო ვითარებათა სამინისტრომ აფეთქების ფაქტი დაადასტურა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG