Accessibility links

logo-print

მინსკის მეტროში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა


ბელორუსიის დედაქალაქ მინსკის ცენტრში, მეტროს ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, სადგურ „ოქტიაბრსკაიაზე" აფეთქებას სულ მცირე, შვიდი ადამიანი შეეწირა. ამავე ცნობით, დაშავდა 35 პირი. აფეთქების ადგილიდან ას მეტრშია შენობა, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოფისი მდებარეობს. ცნობა იმაზე, აფეთქება უბედური შემთხვევაა, თუ ტერაქტი, არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG