Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში სტუდენტთა დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი მოკლეს


სირიელი უფლებადამცველის თანახმად, დედაქალაქ დამასკოს უნივერსიტეტის სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლისას უშიშროების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს. ადამიანის უფლებების ნაციონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, ამარ ყურაბის თქმით, ერთი სტუდენტი მოკლეს, რომელიც სხვა რამდენიმე ასეულ სტუდენტთან ერთად დემონსტრაციაში მონაწილეობდა. ცნობის შემოწმება არ ხერხდება, რადგან სირიის მთავრობამ ვითარების გაშუქებაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ბევრ უცხოელ ჟურნალისტს ქვეყანა დაატოვებინეს. სირიაში მღელვარება უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება. მთავრობა ამას შეიარაღებულ ჯგუფებს აბრალებს. უფლებადამცველების განცხადებით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა 170-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG