Accessibility links

logo-print

მინსკის მეტროში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა


ბელორუსიის დედაქალაქ მინსკის ცენტრში, მეტროს ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება მოხდა. ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თანახმად, სადგურ „კასტრიჩნიცკაიაზე“, ოქტომბრის მოედანთან, აფეთქებას სულ მცირე, 11 ადამიანი შეეწირა, დაშავდა 100 პირი. აფეთქების ადგილიდან ას მეტრშია შენობა, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკოს ოფისი მდებარეობს. ლუკაშენკომ მომხდარის გამო გამართა უსაფრთხოების საგანგებო შეხვედრა, სადაც მან თქვა, რომ უნდა დავადგინოთ, ვინ იხეირა იმით, რომ ძირს უთხრის ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობასო. მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ მომხდარი უცხოეთიდან მოდიოდეს. პროკურორის მოადგილე ედრეი შვედმა აფეთქებას „ტერორისტული აქტი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG