Accessibility links

logo-print

ერაყში ხუთი ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად


ერაყიდან იუწყებიან, რომ ქალაქ ფალუჯის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას ორი ბომბის აფეთქებას სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულია ათი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროს თანახმად, პირველი აფეთქება მოხდა, როცა პოლიციელები უახლოვდებოდნენ მანქანას შესამოწმებლად. ამის შემდეგ, მეორე იქვე მდგარი მანქანა აფეთქდა, რასაც მოქალაქეთა მსხვერპლი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG