Accessibility links

logo-print

მინსკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა


მინსკის მეტროში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაშავებულია 150-მდე ადამიანი. წინასწარი მონაცემებით ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე 5-7 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო. მინსკის მეტროს ორი ხაზიდან ერთი დღეს არ იმუშავებს. 13 აპრილი ბელორუსიის დედაქალაქში გლოვის დღედაა გამოცხადებული. აფეთქება ოფიციალურმა მინსკმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.
XS
SM
MD
LG