Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატორი ბელორუსიაში ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგია


არ შეიძლება 2014 წელს ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ბელორუსიაში, თუ ლუკაშენკო პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს - ამ მოწოდებით აშშ-ის სენატის წევრმა, დემოკრატმა დიკ დურბინმა მიმართა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას. წერილში, რომლის ადრესატიც ფედერაციის ხელმძღვანელობაა, ლუკაშენკოს რეჟიმი ”ტოტალიტარულ კოშმარად” არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ არ შეიძლება ჩემპიონატი ჩატარდეს ქვეყანაში, სადაც დაპატიმრებულნი არიან ადამიანები, რომლებიც ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებებით სარგებლობას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG