Accessibility links

მიხეილ სააკაშვილმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა ალექსანდრ ლუკაშენკოს


მინსკში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა ბელორუსიის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. ”დარწმუნებული ვარ, ტერაქტის ორგანიზატორები ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს - ბელორუსიის რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის გამოწვევას. ბელორუსი ხალხი მისთვის დამახასიათებელი სიმტკიცით, სიმამაცით, ღირსებითა და სიბრძნით ყველა დაბრკოლებას გადალახავს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე”, - ნათქვამია პრეზიდენტ ლუკაშენკოსადმი პრეზიდენტ სააკაშვილის წერილში. ის აღნიშნავს, რომ ”საქართველოს მთავრობა და ხალხი მზად არიან მოძმე ბელორუსიას ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიონ.” დღესვე სამძიმრის განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც აღნიშნავს, რომ ”საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და ადასტურებს მზადყოფნას ამ საყოველთაო ბოროტების წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლისათვის.”
XS
SM
MD
LG