Accessibility links

logo-print

ბელორუსიის პროკურატურა დაუშვებლად მიიჩნევს აფეთქების შესაძლო მიზეზებით სპეკულირებას


ბელორუსიის გენერალური პროკურატურა დაუშვებლად მიიჩნევს მინსკში გასულ საღამოს მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზებით სპეკულირებას. მინსკის მეტროპოლიტენში აფეთქების შემდეგ, რომელმაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ვერსია, რომ ტერაქტი ბელორუსიის ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. გარდა ამისა, გაზეთ ”მოსკოვსკიე ნოვოსტის” დღევანდელი პუბლიკაციის თანახმად, ბელორუსიის შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელმა ადგილობრივ ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით აცნობა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება უკავშირდება თბილისის შურისძიებას, რადგან ბელორუსიამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესება გადაწყვიტა. დღეს ბელორუსიის გენერალურმა პროკურატურამ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მინსკში მომხდარი ტრაგედიით სპეკულაცია დაუშვებელია და ქვეყნის კანონმდებლობით დაისჯება.
XS
SM
MD
LG