Accessibility links

ფუკუსიმის კატასტროფის სიმძიმე უმაღლესი ხარისხით შეაფასეს


იაპონიის ბირთვული უსაფრთხოების სააგენტომ ოფიციალურად გაზარდა კრიზისის სიმძიმის ხარისხი მიწისძვრითა და ცუნამით დაზიანებულ ფუკუსიმა დაიიჩის ატომურ ელექტროსადგურზე და უმაღლეს, მე-7 კატეგორიამდე აიყვანა ის. ეს უტოლდება 1986 წელს ჩერნობილში მომხდარი ბირთვული კატასტროფის დონეს. აქამდე ფუკუშიმის ბირთვული კატასტროფა მე-5 კატეგორიით იყო შეფასებული. ამავე კატეგორიის იყო 1979 წელს შეერთებულ შტატებში, თრი მაილ აილენდზე მომხდარი ავარია. საერთაშორისო შკალის მიხედვით, მე-7 კატეგორიას განეკუთვნება ინციდენტები, რომელთა დროს ხდება „რადიოაქტიული მასალის დიდი რაოდენობით გამოყოფა, რაც ჯანმრთელობასა და გარემოზე ფართო მასშტაბის ზემოქმედებას ახდენს.“ ფუკუსიმის რეაქტორებიდან რადიოაქტიული ნივთიერების გაჟონვა ხდება მას მერე, რაც 11 მარტს 9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრისა და შემდეგ ცუნამის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა გამაცივებელი სისტემები.
XS
SM
MD
LG