Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში საქართველო მკაცრადაა გაკრიტიკებული


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, ციხეებში არსებული მდგომარეობა, პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტები, დევნილთა განსახლების პროცესი, პოლიციის მხრიდან დემონსტრაციებზე ძალის გადამეტება , მართლმასაჯულება და მედია – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის ევროსაბჭოს ანგარიშში მკაცრად არის გაკრიტიკებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სტრასბურგში მყოფმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, "ქრისტიან-დემოკრატმა" გიორგი თარგამაძემ განუცხადა. თარგამაძის განცხადებით, დოკუმენტში პირდაპირ არის აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ საქართველოში მოქმედებს ზედმეტად მკაცრი სისხლის სამართლის კოდექსი, რის შედეგადაც ციხეები სავსეა პატიმრებით, ეს კი, იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევებს. "არის პირდაპირი რეკომენდაციები, რომ სასამართლოებმა არაპროპორციული და არაადეკვატური სასჯელები არ გამოიტანონ მცირე დანაშაულებზე და ამით ხელი არ შეუწყონ საპატიმროებში ისედაც მძიმე ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას", - აღნიშნა მან. მისივე თქმით, რეზოლუციაში საუბარია ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც, მოყვანილია კონკრეტულად დევნილთა განსახლების პროცესი, რომელიც პირდაპირ შეფასებულია, როგორც ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებულ პროცესად; შესამაბისად, ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოასწოროს ვითარება, რომელიც ამ კუთხით არსებობს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის ცნობით, საუბარია, ასევე, შს სამინისტროს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე, იმაზეც, რომ საქართველოს მთავრობას 2007-2009 წლის დემონსტრაციების დროს ამ კუთხით გამოვლენილი გადაცდომებისა და დარღვევეის თაობაზე გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია და დამნაშავე პირები არ დაუსჯია.
XS
SM
MD
LG