Accessibility links

logo-print

აშშ ჩრდილოეთ კორეისგან მოითხოვს მოქალაქის გათავისუფლებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულია აშშ მოქალაქე და მოითხოვს მის გათავისუფლებას. სახელმწიფო დეპარტამენტი არ ასახელებს დაკავებულის ვინაობასა და დაკავების დეტალებს. მედიის ცნობით, აშშ-ის მოქალაქე ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით სამი თვის წინ ბიზნეს-ვიზით შევიდა და დააკავეს. შვედეთის წარმომადგენლებმა ინახულეს ის ციხეში, ვინაიდან აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა. ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე ამერიკელი დააპატიმრეს. 2009 წლის შემდეგ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი ჩავიდნენ ფხენიანში დაკავებული ამერიკელების გათავისუფლების თხოვნით.
XS
SM
MD
LG