Accessibility links

logo-print

”მწვანეები” მთავრობას ბირთვული საფრთხეების შესახებ ხალხის ინფორმირებისკენ მოუწოდებენ


საქართველოს მწვანეთა პარტიამ ქვეყნის მთავრობას ბირთვული საფრთხეების შესახებ მოსახლეობის სრულად ინფორმირებისკენ მოუწოდა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "მწვანეთა" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ რადიაცია სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად გავრცელდა, აპრილში კი, რადიაციული ფონის მომატება თურქეთშიც აღინიშნა. საქართველოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა სრულად ინფორმირების გარდა, მწვანეთა პარტია მოითხოვს, რომ მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, საქართველომაც შეაჩეროს იაპონიიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი.
XS
SM
MD
LG