Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობამ პრობლემები შექმნა საქართველოს რამდენიმე რეგიონში


ძლიერმა ქარმა და თოვამ პრობლემები შექმნა საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ელექტროგადამცემი სისტემის დაზიანების შედეგად, ენერგომომარაგება შეუწყდა სტეფანწმინდის რაიონს, სადაც ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ზვავსაშიშროების გამო დაკეტილია სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა. დიდთოვლობამ ტრანსკავკასიური მაგისტრალის პარალიზებაც გამოიწვია. პერიოდულად თოვს კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. სინოპტიკოსთა პროგნოზით, დღეს ღამით საქართველოს ზოგიერთ რაიონში 5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG