Accessibility links

logo-print

ლუკაშენკო: ეჭვმიტანილებმა აღიარეს მინსკში აფეთქების მოწყობა


ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ეჭვმიტანილებმა, რომლებიც მინსკის მეტროსადგურზე აფეთქების მოწყობასთან დაკავშირებით დააკავეს, აღიარეს თავდასხმის მოწყობა. ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ლუკაშენკომ შეაქო უშიშროების სამსახურები აფეთქების საქმის გახსნის გამო - რომელსაც ორშაბათს 12 ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ 200 დაიჭრა. „დანაშაული დღეს დილის 5 საათზე გაიხსნა. ჩვენს პოლიციას და უშიშროების სამსახურს სულ ერთი დღე დასჭირდა ამ შესანიშნავი ოპერაციის ჩასატარებლად და დამნაშავეთა დასაკავებლად, ყოველგვარი ხმაურის და არც ერთი გასროლის გარეშე, გუშინ, ღამის 9 საათზე. [ეჭვმიტანილებმა] დანაშაული დღეს დილის 5 საათზე აღიარეს“ - განაცხადა ლუკაშენკომ. ამასთან, ბელორუსიის პრეზიდენტის თქმით, დაკითხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც უნდა ჩაუტარდეს, რადგან შესაძლოა მათ იცოდნენ „ვინ გასცა თავდასხმის მოწყობის ბრძანებაო“. მისი თქმით, პროკურორებმა ოპოზიციის აქტივისტები უნდა დაკითხონ „დემოკრატიის, და უცხოელი ვაიმეგობრების ოხვრა-ხვნეშის მიუხედავად“. პროკურორებმა ორშაბათის თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. წინა გამოსვლებში ლუკაშენკომ ამას ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ ამბავში უცხოელების მონაწილეობას არ გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG