Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრუბაუსკაიტე: გაჭიანურებული კონფლიქტების გადაჭრა ეუთოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია


გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხი ეუთოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ამ კონფლიქტების გადაჭრაზე მიმართული მცდელობები კი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის 56 მონაწილე ქვეყნის ერთობისთვისო - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრუბაუსკაიტემ ეუთოს მუდმივი საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას. გრუბაუსკაიტეს თქმით, დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაჭრის პროცესში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობები იკვეთება. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ თვეში სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაგეგმილ ვიზიტს ურთიერთნდობის დამყარების მიზანს მიუძღვნის და ამგვარი ზომების გატარებისკენ ყველა მხარეს მოუწოდა. „ყველა მხარემ მეტი უნდა გააკეთოს [სამხრეთ] კავკასიაში ურთიერთნდობის დამყარებისკენ მიმართული ზომების გატარებაში“ - განაცხადა მან და დასძინა - „პატარა ნაბიჯებმა შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინონ ამ საკითხების გადაჭრის გზების ძიების პროცესშიო“.
XS
SM
MD
LG