Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება: ტუნისის ექსპრეზიდენტმა საჰაერო დარტყმების ბრძანება გასცა


ტუნისში გამოძიების თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, ზინე ელ აბიდინ ბენ ალიმ გასცა საჰაერო დარტყმების ბრძანება ქალაქზე, სადაც მის წინააღმდეგ ამბოხება მიმდინარეობდა. ამბოხებას იანვარში მისი ხელისუფლებიდან ჩამოგდება მოჰყვა. საუბარია დასავლეთის ქალაქ კასერინზე. გამომძიებელმა ტუფიკ ბუდერბალამ - რომელიც ამბოხების დროს ჩადენილ დანაშაულებზე მომუშავე საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობს - დღეს მედიას განუცხადა, ბენ ალიმ საჰაერო შეტევის ბრძანება გასცაო. თუმცა ბრძანება არ შესრულებულა. ბრძანების გაცემიდან რამდენიმე დღეში - 14 იანვარს - ბენ ალი საუდის არაბეთში გაიქცა, რითიც დასრულდა მისი მართველობის 23 წელიწადი. როგორც იუწყებიან, ჯარი დემონსტრანტების წინააღმდეგ მისი რამდენიმე ბრძანების შესრულებაზე უარს აცხადებდა. ტუნისში ამბოხებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვეპლა.
XS
SM
MD
LG