Accessibility links

logo-print

პატიმრობაში მყოფი ირანელი მწერალი ქალი „პენის“ აშშ-ის ცენტრის პრემიის ლაურეატია


ირანელი უფლებადამცველი, მწერალი ნასრინ სოთუდე, რომელიც საპატიმროში იმყოფება, გამოცხადდა "პენის" აშშ-ის ცენტრის, „ბარბრა გოლსმითის წერის თავისუფლების“ პრემიის ლაურეატად. ამ პრემიის ლაურეატები არიან ადამიანები, რომლებსაც სდევნიდნენ ან პატიმრობას უსჯიდნენ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო. სოთუდეს, ორი შვილი დედას, მისჯილი აქვს 11 წლიანი პატიმრობა ირანის სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ ქმედების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG