Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერი აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს აკრიტიკებს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რაზა გილანიმ გააკრიტიკა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები ავღანეთთან საზღვრის არეალში. გილანიმ პარლამენტს უთხრა, რომ ეს თავდასხმები ხელს უშლის ანტიტერორისტულ მცდელობებს. მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე უპილოტო თვითმფრინავმა დახოცა ალ ყაიდასთან დაკავშირებული „ჰაყანის“ ქსელის ექვსი მებრძოლი. ეს პირველი ასეთი თავდასხმა იყო ამ თვეში. გილანი ადრეც არაერთხელ გამოსულა ასეთი თავდასხმების შეწყვეტისკენ მოწოდებით. ის მათ პაკისტანის სუვერენიტეტის ხელყოფად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG