Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი გმობს ანტისემიტურ გამონათქვამს


სახალხო დამცველი მხიარულთა და საზრიანთა გუნდის პასუხს ერთ-ერთ კითხვაზე ანტისემიტურ გამონათქვამად მიიჩნევს. სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდ "კოზა ნოსტრას" წამყვანის კითხვაზე პასუხი ებრაელი ხალხის ღირსებისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის შეურაცხმყოფელ და ანტისემიტურ გამონათქვამს წარმოადგენს. ამგვარი გამონათქვამები, თუნდაც იუმორისტულ კონტექსტში, საჭიროებს მკაცრ შეფასებასა და დაგმობას. აქვე სახალხო დამცველი ეხმაურება 2011 წლის 13 აპრილს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისა და "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის "კოზა ნოსტრას" ოფიციალურ განცხადებებს, რომლებითაც მათ ბოდიში მოიხადეს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აღნიშნული თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა 2011 წლის 2 აპრილს მომხდარი ფაქტი, ზოგადად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნეს მიმართული სამოქალაქო განათლებისა და ტოლერანტობის კულტურის გაღრმავებისაკენ.
XS
SM
MD
LG