Accessibility links

აშშ-მ დააკავა ბოსნიის ომის დანაშაულებებში ეჭვმიტანილები


შეერთებულ შტატებში დაკავებული ქალი და მამაკაცი 1992-95 წლებში ბოსნიის ომში განხორციელებულ დანაშაულებებში არიან ეჭვმიტანილნი. როგორც ”ასოშიეტიდ პრესი” იუწყება, ისინი ბოსნიის ხელისუფლების თხოვნით დააპატიმრეს. ამ ეტაპზე ბოსნია დაკავებულების ექსტრადიციის მოლოდინშია. ედინ ჯეკო და რასემა ხანდანოვიჩი ოთხშაბათს დაააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ამერიკაში სხვადასხვა წელს ჩავიდნენ და მოგვიანებით შეერთებული შტატების მოქალაქეობაც მიიღეს.
XS
SM
MD
LG