Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ლიბიელ ამბოხებულებს დახმარება სჭირდებათ”


საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან მხარი დაუჭირონ ნატოს კოალიციის გაძლიერებულ დატყმებს მუამარ კადაფის ძალების წინააღმდეგ. განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის მოლაპარაკებებს მოჰყვა, ნათქვამია, რომ ლიბიელ ამბოხებულებს დახმარება სჭირდებათ. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა კადაფის ძალებზე შეწყვიტა საჰაერი დარტყმების უზრუნველყოფა, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სწორედ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იღებს. თუმცა, მიუხედავად ნატოსა და ლიბიელი ამბოხებულების ძალისხმევისა, რამდენიმე კვირის თავზეც კი ისინი ვერ ახერხებენ ლიბიის ხელისუფლების ძალებზე უპირატესობის მოპოვებას. ლიბიის ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენების რაოდენობის გაზრდის საკითხი განიხილება დღეს ბერლინში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოზე.
XS
SM
MD
LG