Accessibility links

ახალი კანონი სასამართლო პროცესს აარიდებს სილვიო ბერლუსკონის


ოთხშაბათს, საღამოს იტალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სასამართლო დავების განხილვის ვადა მცირდება. ექსპერტთა ვარაუდით, აღნიშნული კანონი იტალიის პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის, უფლებას მისცემს თავი აარიდოს მის წინააღმდეგ წაყენებულ ერთ-ერთ ბრალდებას. საქმის განხილვა, რომელიც ბერლუსკონის მიერ ბრიტანელი ადვოკატის მოსყიდვას ეხება, უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ოპოზიცია ახალ კანონს ”სირცხვილად” მოიხსენიებს; თავად ბერლუსკონი კი გუშინ საღამოს აცხადებდა, რომ 2013 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს და ის მემკვიდრედ მოქმედ იუსტიციის მინისტრს, 40 წლის ანჯელო ალფანოს ასახელებს.
XS
SM
MD
LG