Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ელჩი გამოეხმაურა აფხაზეთში Global CST-ის წარმომადგენელთა ვიზიტს


აფხაზეთში ისრაელის კომპანია Global CST-ის წარმომადგენელთა ვიზიტს გამოეხმაურა საქართველოში ისრაელის ელჩი. იცხაკ გერბერგმა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ისრაელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მათთვის რაიმე იარაღის მიყიდვას არ აპირებს. ელჩის განმარტებით, აფხაზეთში კერძო პირებად შესაძლოა ჩავიდნენ ბიზნესმენები, რომლებსაც არ შეუძლიათ ისაუბრონ ისრაელის მთავრობის სახელით.
XS
SM
MD
LG