Accessibility links

logo-print

ეკა ტყეშელაშვილი: ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი ბიზნესაქტივობა არალეგიტიმურია


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან უსაფრთხოების სფეროში ისრაელის თანამშრომლობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად დაუდასტურებელს უწოდებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი. მისი განმარტებით, ამჟამად ინფორმაციის დაზუსტების პროცესი მიმდინარეობს. ამასთან, ეკა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი ბიზნესაქტივობა არალეგიტიმურია და ქვეყნის კანონმდებლობით ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით.
XS
SM
MD
LG