Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში აფეთქების საქმეზე კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს


ბელორუსიამ დღეს გამოაცხადა, რომ კიდევ ორი პირი დააკავეს ორშაბათს მინსკის მეტროში მომხდარი აფეთქების საქმეზე, რასაც 12 ადამიანის სიკვდილი და 200-მდე პირის დაჭრა მოჰყვა. საერთო ჯამში დაკავებული ეჭვმიტანილების რაოდენობა ახლა ხუთს უტოლდება. ოთხშაბათს გამოცხადდა, რომ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს - მათ შორის ოცდახუთიოდე წლის კაცი, რომელსაც მეტროსადგურზე ბომბის უშუალოდ მოთავსება ბრალდება. ახალი დაპატიმრებების შესახებ განცხადების გაკეთებისას გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანდრეი შვედმა განაცხადა, ხუთივე ეჭვმიტანილი ბელორუსიის მოქალაქეა, ასაკით 30 წელზე ნაკლების, ნასამართლეობის გარეშეო. შვედს ეჭვმიტანილების სახელები ან დანაშაულის მოტივის ვერსია არ დაუსახელებია. მისი თქმით, დაკითხვები დაიწყო და კიდევ ჩატარდება. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკვე მიანიშნა, რომ აფეთქებაში დისიდენტების ხელი ურევია - და გენერალურ პროკურორს მათი დაკავება უბრძანა, დაკითხვის მიზნით.
XS
SM
MD
LG