Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები რეფორმების მოწოდებებით გამოდიან


მსოფლიოს ხუთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მოწოდებით გამოვიდნენ - რათა განვითარებადმა ქვეყნებმა უფრო მეტი გავლენის მოხდენა შესძლონ გლობალურ საკითხებზე. ჩინეთის ქალაქ სანიაში გამართული შეხვედრის ბოლოს შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა ასევე მხარი დაუჭირეს მოლაპარაკების გამართვას ამერიკული დოლარისთვის შესაძლო ალტერნატივის გამონახვის თაობაზე, მსოფლიოს მთავარ სარეზერვო ვალუტად. ამ ჯგუფში შემავალი ხუთი ქვეყანა ერთობლივად მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტს და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მეხუთედს. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ლიბიაში და არაბულ სამყაროში ძალის გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა თქვა, ლიბიის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ძალის გამოყენებას უფლებას არ რთავსო - და დასძინა, რომ ამ პოზიციას ჯგუფში შემავალი სხვა ქვეყნებიც იზიარებენ.
XS
SM
MD
LG