Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი: იმიგრაცია „მეტისმეტად მაღალია“


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა დღეს განაცხადა, რომ მას სურს იხილოს „კარგი იმიგრაცია და არა მასობრივი იმიგრაცია“ ბრიტანეთში. თითქმის ერთი წლის წინ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო იმიგრაციის საკითხზე. კამერონმა განაცხადა, რომ იმიგრაციის სიხშირე ძალიან დიდი დროის განმავლობაში „მეტისმეტად მაღალი იყო“. მისი თქმით, 1997-დან 2009 წლამდე ბრიტანეთში საცხოვრებლად ჩასული ადამიანების მაჩვენებელი 2 მილიონ 200 ათასით აჭარბებს ამ ქვეყნიდან წასული ხალხის რაოდენობას. კამერონმა დაიცვა თავისი კოალიციის პოზიცია - რომელიც ევროკავშირის გარედან ბრიტანეთში ჩასვლის საშუალებას იმიგრანტების მხოლოდ მცირე, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ჯგუფს აძლევს. მისი განცხადებით, წარსულში გატარებულმა პოლიტიკამ ბევრ თემს შეუქმნა პრობლემები და ექსტრემისტული ძალების გაძლიერება მოიტანა.
XS
SM
MD
LG