Accessibility links

logo-print

იაპონიის იმპერატორმა კატასტროფის ადგილები მოინახულა


იაპონიის იმპერატორი პირველად ჩავიდა იმ რეგიონში, რომელიც 11 მარტს დამანგრეველმა მიწისძვრამ და ცუნამიმ გააჩანაგა. ბუნებრივმა კატასტროფამ რადიაციის გაჟონვასთან დაკავშირებით კრიზისიც გამოიწვია, ვინაიდან დაზიანდა ბირთვული სადგური. საიმპერატორო წყვილმა - აკიჰიტომ და მიჩიკომ - ქალაქ ასიჰიში ორი საევაკუაციო ცენტრი მოინახულეს. იაპონიაში სახლკარის გარეშე 140,000-მდე ადამიანია დარჩენილი. მიწისძვრას და ცუნამის 28,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG