Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში იპოვეს იტალიის მოქალაქის ცხედარი


უშიშროების თანამშრომლებმა ღაზის სექტორში პალესტინელების მხარდამჭერი იტალიელი აქტივისტის ცხედარი იპოვეს. ვიტორიო არიგონი ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯიჰადისტების ჯგუფმა გაიტაცა. გამტაცებლები იმუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ მას, თუკი გასულ თვეში ”ჰამასის” მიერ დაკავებულ მათ ლიდერს არ გაათავისუფლებდნენ. ჰამასის უშიშროების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს გატაცებული არიგონის ცხედარი მიტოვებულ სახლში იპოვეს. დაკავებულია ორი პირი. არიგონი პირველი უცხოელია, ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში ღაზის სექტორში გაიტაცეს. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო მომხდარი და ”ბარბაროსული მკვლელობა” უწოდა.
XS
SM
MD
LG