Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გადადგა საჰაერო მოძრაობის კონტროლის ხელმძღვანელი


აშშ-ის საჰაერო მოძრაობის კონტროლის უწყების ხელმძღვანელი გადადგა რიგი შემთხვევის გამო, როცა ღამის ცვლაში მომუშავე ავიადისპეტჩერებს სამსახუში ეძინათ. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევისას, სამედიცინო თვითმფრინავი, რომელშიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი იმყოფებოდა, ნევადის აეროპორტში ეკიპაჟმა დისპეტჩერის დაუხმარებლად დასვა. გასულ თვეში ორი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლებზეც მთლიანობაში 165 მგზავრი იმყოფებოდა, ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტში ასევე დისპეტჩერის ჩაძინების გამო დახმარების გარეშე დაეშვა. ავიაციის ფედარალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დააკმაყოფილა ჰანკ კრაკოვსკის განცხადება გადადგომის შესახებ და წამოიწყო კვლევა, თუ როგორ ასრულებს მოვალეობას 15 000-მდე ავიადისპეტჩერი ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG