Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის ტრიბუნალმა ხორვატ გენერალს 24 წლით პატიმრობა მიუსაჯა


ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილ ხორვატ გენერალს, ანტე გოტოვინას 24 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ხორვატიის პრემიერ- მინისტრმა, იადრანკა კოშორმა გაკრიტიკა განაჩენი და მას „მიუღებელი“ უწოდა. გოტოვინას, რომელიც ორ სხვა, ასევე ხორვატ გენერალთან ერთად გაასამართლეს, ბრალად ბრალად ედება ხორვატიის სერბი მოსახლეობის დახოცვა, დეპორტირება და დევნა 1995 წელს, ოპერაცია „სტორმის“ დროს, როცა 200 ათასი სერბი განდევნეს კრაინას არეალიდან. მეორე გენრალს, მლადენ მარკაჩს 18 წელი მიუსაჯეს. მესამე - ივან ჩერმაკი, გაათავისუფლეს. სამივე გენერალი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, ხორვაციაში სამივე გმირებად არიან მიჩნეული.
XS
SM
MD
LG