Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს


ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მოუწოდეს გაატაროს საარჩევნო რეფორმა 2012 წლის არჩევნებამდე, გააგრძელოს კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და ასევე სასამართლო და მედიის რეფორმები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც შეხვედრას შეუერთდა მისი ქვეყნის ალიანსთან პარტნიორობის გარშემო მოსალაპარაკებლად, ნატოელ პარტნიორებს უთხრა, რომ თბილისი საჭირო რეფორმების ერთგული რჩება. მანვე შეშფოთება გამოხატა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გამო. ნატოელმა მინისტრებმა პარტნიორობის საკითხის განსახილველად დღესვე შეხვედრა გამართეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, კონსტანტინ ჰრიშჩენკოსთან, .
ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე დღეს ბერლინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩავიდა.
შეხვედრის პირველ დღეს, ხუთშაბათს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლიბიაში ალიანსის სამხედრო ოპერაციაზე და ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაგეგმილ გადაცემაში წინსვლის გარშემო იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG