Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის მეტროში აფეთქების მსხვერპლის რიცხვი 13 გახდა


ბელორუსიამ განაცხადა, რომ ორშბათს მეტროში აფეთქების დროს დაშავებული კაცი გარდაიცვალა. ამით მსხვერპლის რიცხვმა 13-ს მიაღწია. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანახმად, საავადმყოფოში რჩება 161 დაშავებული. ხელისუფლებამ ხუთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ გამოაცხადა. პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ამ ქვეყანას 17 წელიწადია მართავს, აფეთქება ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა და გენერალურ პროკურატურას დაავალა, გამოძიების ჩარჩოებში ოპოზიციის აქტივისტები დაკითხოს.
XS
SM
MD
LG