Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ საქართველოს წვლილს ავღანეთის ოპერაციაში


ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ საქართველოს წვლილს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში და საქართველოს ვალდებულებას, მოამზადოს ავღანური ძალები. მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საერთო პოზიტიური დინამიკა, თუმცა, განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობას კვლავ აქვს სამუშაო აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად, მათ შორის ოპოზიციასთან თანამშრომლობით. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობას და მოუწოდეს საქართველოს განაგრძოს კანონის უზენაესობის და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და გააღრმავოს სასამართლო და მედიასფეროს რეფორმები. ნატოს სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ნატო ასევე მიესალმა ჟენევის მოლაპარაკებებს, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას და კვლავ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG