Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუბარაქს სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსებენ


ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, პროკურატურამ გადაწყვიტა, დამხობილი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაკი სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსონ, სადაც ის კვლავ ზედამხედველობის ქვეშ იქნება მიმდინარე გამოძიების გამო. სააგენტო საავადმყოფოს ადგილსამყოფელს არ ამხელს. მუბარაქი დაამხეს თებერვალში მასობრივი მღელვარების შემდეგ. ის საავადმყოფოში მოათავსეს გასულ კვირაში, როცა დაკითხვის დროს ცუდად გახდა. პროკურატურა მისი 30-წლიანი მმართველობის განმავლობაში დარღვევებს იკვლევს. ოთხშაბათს პროკურატურამ მას 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა დაკითხვის მიზნით. მის ვაჟები, ალაა და გამალიც 15 დღით არიან დაკავებული. მათ შემთხვევაში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მკვლელობების და მუბარაქის რეჟიმის დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეებს იძიებენ.
XS
SM
MD
LG