Accessibility links

logo-print

მსოფლიო ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებმა შეხვედრა გამართეს


გაეროს ეგიდით გამართული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიო ზღვაზე გასავლელის არმქონე ქვეყნები, დასრულდა მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში. მონაწილეები შეთანხმდნენ მეტი თანამშრომლობის გარშემო. განცხადების მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი, ასევე, ავღანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვები აწარენ ხელს, ქვეყნები მორიგდნენ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გამოთქვეს მოთხოვნა, რომ მიეცეთ უფლება გასასვლელი იქონიონ საერთაშორისო წყლებში. ულანბატორის შეხვედრა გაეროს რვაწლიანი პროგრამის ნაწილია. მისი მიზანია, არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ, მსოფლიო ზღვაზე გასავლელის არმქონე ქვეყნებისთვის ხელის შეუწყობა.
XS
SM
MD
LG