Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ოპერაცია არ შეწყდება, სანამ კადაფი არ წავა


ბრიტანეთის, საფრანგეთის და აშშ-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ სამხედრო კამპანიას ლიბიაში, სანამ მუამარ კადაფი არ დატოვებს ხელისუფლებას. ერთობლივად გამოქვეყნებულ სტატიაში, დევიდ კამერონი, ნიკოლა სარკოზი და ბარაკ ობამამ აცხადებენ, რომ კადაფის ხელისუფლებაში დატოვება ლიბიელი ხალხის ღალატი იქნებოდა. სტატია გამოქვეყნდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ლიბიელმა მეამბოხებმა ითხოვეს უფრო ფართო საჰაერო დარტყმები. ცნობით, მათ ხოცვაჟლეტას უწყობენ მთავრობის ძალები, რომლებმაც რაკეტები დაუშინეს ალყაშემორტყმული ქალაქ მისარატას.
XS
SM
MD
LG