Accessibility links

logo-print

ხორვატია: გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება „მიუღებელია“


ხორვატიამ „მიუღებელი“ უწოდა გაეროს სასამართლოს მიერ ორი ხორვატი ყოფილი გენერლის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ისინი დამნაშავედ ცნეს სერბთა მიმართ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში იუგოსლავიის დაშლის დროს. ყოფილი იუგოსლავიის ტრიბუნალმა ანტე გოტოვინას 24 წლით, მლადან მარკაჩს კი 18 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. მესამე განსასჯელი, ივან ჩერმაკი, გაამართლეს. სამ განსასჯელს ბრალად ედებოდა სერბთა დახოცვა, დეპორტაცია და დევნა 1991-95 წლების ომის ბოლო პერიოდში. 1995 წელს 300 სერბი დახოცეს და 200,000 გააძევეს ხორვატიის კრაინის რეგიონიდან, რომელსაც 1991 წლიდან მეამბოხე სერბები აკონტროლებდნენ. პროკურორების განცხადებით, გენერლებმა ხორვატიის მაშინდელ პრეზიდენტთან, ფრანიო ტუჯმანთან ერთად შექმნეს დანაშაულებრივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრაინიდან სერბთა სამუდამო გაძევებას. ტუჯმანი 1999 წელს გარდაიცვალა. გაეროს სასამართლოს წინაშე წარმდგარ სამ გენერალს ხორვატიაში ბევრი გმირად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG