Accessibility links

ავღანეთში აფეთქებას კოალიციის ხუთი და ავღანეთის არმიის ოთხი სამხედრო ემსხვერპლა


ნატოს წარმომადგენელთა ცნობით, დღეს თვითმკვლელის მიერ აფეთქებულ ბომბს საერთაშორისო კოალიციის ხუთი ჯარისკაცი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ავღანეთში. ავღანეთის არმიის წარმომადგენელთა თქმით, მოკლულია ასევე ავღანეთის ოთხი ჯარისკაცი და სულ ცოტა ოთხი დაიჭრა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა მოჰამად ზაჰირ აზიმიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელსაც ავღანეთის სამხედრო ფორმა ეცვა, ავღანეთის არმიისა და კოალიციის ერთობლივ სამხედრო ბაზას მიუახლოვდა პროვინცია ლაღმანში და თავი აიფეთქა.
XS
SM
MD
LG