Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ჯარებმა გრადის ტიპის რაკეტები ესროლეს მისრათას


ლიბიაში მეამბოხეები აცხადებენ, რომ დღეს სამთავრობო ჯარებმა საპორტო ქალაქ მისრათას გრადის ტიპის სულ ცოტა ასი რაკეტა ესროლეს. გარდა ამისა, ჰიუმენ რაიტს უოჩის თანახმად, მუამარ კადაფის ერთგულმა ჯარებმა ასევე კასეტური ბომბები გამოიყენეს მეამბოხეთა წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის თქმით, მისრათის წინააღმდეგ იერიშში სულ ცოტა სამი კასეტური ბომბი იქნა გამოყენებული უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში. კასეტური ბომბები, რომლებიც, თავის მხრივ, მრავალი პატარა ბომბით არის აღჭურვილი, უკიდურესად სახიფათოა სამოქალაქო მოსახლეობისთვის და ისინი ასზე მეტი ქვეყნის მიერ იკრძალება. მისრათა ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება სამთავრობო ჯარების ალყაში.
XS
SM
MD
LG