Accessibility links

logo-print

ხორვატიაში ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ


ხორვატიაში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა განაჩენის გამო, რომელიც გუშინ გამოუტანა ყოფილი იუგოსლავის საკითხების საერთაშორისო ტრიბუნალმა ხორვატიის არმიის ორ გენერალს. ჰააგის ტრიბუნალმა ანტე გოტოვინა და მლადენ მარკაჩი დამნაშავედ ცნო ხორვატიის სერბი მოსახელობის მიმართ სამხედრო დანაშაულებებში და მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. ვერდიქტის წინააღმდეგ პროტეტის ნიშნად ზაგრებისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაიძახდნენ და ბრალს სდებდნენ ხორვატიის ხელისუფლებას, რომ მან არაფერი გააკეთა ყოფილი გენერლების დასაცავად.
XS
SM
MD
LG