Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ასადი აუქმებს საგანგებო ვითარების შესახებ კანონს


 სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დღეს სიტყვით გამოვიდა ქვეყნის ახალი მთავრობის წინაშე. მან გამოაცხადა, რომ მომავალი კვირიდან გაუქმდება საგანგებო ვითარების შესახებ კანონი. იგი სირიაში მოქმედებს 1963 წლიდან, როცა ხელისუფლების სათავეში პარტია „ბაასი“ მოვიდა. ასადმა სინანული გამოხატა ორასამდე ადამიანის სიკვდილის გამო, რომლებიც მეტი თავისუფლების მოთხოვნით ერთი თვის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას დაიღუპნენ. ასადი გამოვიდა ეროვნული დიალოგის მოწოდებით ქვეყნისთვის ყველაზე უფრო შესაფერი მოდელის საპოვნელად. პარასკევს სირიის დიდი და პატარა ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. საგანგებო ვითარების შესახებ კანონის გაუქმება მანიფესტანტების ერთ-ერთი მთავარი მთავარი მოთხოვნა იყო.
XS
SM
MD
LG