Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სასამართლომ გააუქმა მმართველი ნაციონალ-დემოკრატიული პარტია


ეგვიპტეში სასამართლომ გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მმართველი ნაციონალ-დემოკრატიული პარტია და მისი აქტივების კონფისკაცია მოახდინა. უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს განაჩენის თანახმად, პარტია მასობრივ კორუფციაში იყო გარეული. პარტიის გაუქმებას ითხოვდნენ ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილენი, რომლებიც შიშობენ, რომ მუბარაქის მომხრეები მისი გადადგომის შემდეგაც მოახდენენ პოლიტიკაზე გავლენას. თავად ჰოსნი მუბარაქი და მისი ორი ვაჟი გასულ კვირაში დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ეგვიპტის ექს-პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს ზედამხედველობის ქვეშ.
XS
SM
MD
LG