Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი იაპონიაში ჩავიდა მოკავშირისთვის მხარდაჭერის გამოსახატად


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იაპონიაში ჩავიდა, რათა მხარდაჭერა გამოუხატოს ამერიკის მოკავშირეს, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგების დაძლევისთვის იბრძვის. კლინტონმა სინანული გამოთქვა იაპონიის მიერ ახლახან გადატანილი უზარმაზარი პრობლემების გამო და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოველ ღონეს იხმარს აღდგენით სამუშაოებში იაპონიის დასახმარებლად. 11 მარტს მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამის 28 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, მწყობრიდან გამოვიდა ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური და სერიოზული ზარალი მიადგა მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკას. კლინტონი ასევე შეხვდა იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს და მის მეუღლეს, მიჩიკოს. იაპონიის მედიის თანახმად, ეს უჩვეულოა, ვინაიდან ჩვეულებრივ იმპერატორი სახელმწიფოს მეთაურებს ხვდება ხოლმე.
XS
SM
MD
LG