Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში გაასამართლებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს


ეგვიპტეში ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს გაასამართლებენ კორუფციისა და საზოგადოებრივი სახსრების უკანონო ხარჯვის ბრალდებით. ამის შესახებ შაბათს გამოაცხადა პროკურატურამ. ექს-პრემიერი აჰმედ ნაზიფი ამჟამად პატიმრობაშია, მისი მთავრობის ფინანსთა მინისტრი იუსეფ ბუტროს ღალი უცხოეთში იმყოფება. მიმომხილველთა აზრით, ყოფილი მაღალი რანგის მოხელეთა გასამართლების შესახებ გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ ეგვიპტის სამხედრო ხელისუფლება ცდილობს, დააკმაყოფილოს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნები. გუშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა მმართველი პარტია. გასულ კვირაში კორუფციისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენეს ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს, რომელიც თებერვალში გადადგა მასობრივი საპროტესტო დემონტრაციების შემდეგ.
XS
SM
MD
LG