Accessibility links

logo-print

ფუკუსიმაზე ავარიის შედეგების ლიკვიდაცია უახლოესი ცხრა თვის განმავლობაში მოხდება


11 მარტის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული იაპონიის ატომური ელექტროსადგურის, ფუკუსიმა დაიიჩის ოპერტატორმა კომპანია „ტეპკომ“ გამოაცხადა, რომ ავარიის შედეგების ლიკვიდაციას აპირებს უახლოესი ცხრა თვის განმავლობაში. ამის შესახებ განცხადება გააკეთა კომპანიის თავმჯდომარემ, ცუნეჰისა კაცუმატამ: „პირველ რიგში მოხდება რადიაციის დონის თანდათანობით შემცირება. მეორე ნაბიჯია რადიოაქტიულ მასალებზე სრული კონტროლი და რადიაციის შემცირება საგრძნობლად უფრო დაბალ დონემდე.“ კაცუმატას თქმით, ჯერჯერობით აუცილებელია რეაქტორების გაგრილებისა და ნახმარი საწვავის შენახვის სისტემათა აღდგენა.
XS
SM
MD
LG