Accessibility links

logo-print

მუამარ კადაფის ერთგული ჯარები ცეცხლს უშენენ ქალაქ აჯაბიას


ლიბიაში მუამარ კადაფის ერთგული ჯარები ცეცხლს უშენენ ქალაქ აჯაბიას, რომელიც მეამბოხეთა ხელშია. ექიმების ცნობით, შაბათს ქალაქში დაიღუპა 8 ადამიანი და 27 დაიჭრა. აჯაბიასთვის ბრძოლები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამბოხებულები იტყობინებიან საპორტო ქალაქ ბრეგაზე იერიშის შესახებ. მათი სიტყვებით, ქალაქში კადაფის ჯარები იმყოფებიან. მიმდინარეობს გარეუბნებში ბრძოლები. გუშინ სამთავრობო ჯარებმა საპორტო ქალაქ მისრათას გრადის ტიპის სულ ცოტა ასი რაკეტა ესროლეს. გარდა ამისა, ჰიუმენ რაიტს უოჩის თანახმად, მუამარ კადაფის ერთგულმა ჯარებმა კასეტური ბომბები გამოიყენეს მეამბოხეთა წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG