Accessibility links

logo-print

აშშ-ში გრიგალების მსხვერპლის რაოდენობამ 30-ს მიაღწია


აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში გრიგალებსა და ტორნადოებში დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაინგრა ან დაზიანდა ასობით სახლი. ასიათასობით ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. შაბათს ოთხი ადამიანი დაიღუპა ვირჯინიის შტატში, ცხრა - ჩრდილოეთ კაროლინაში, რომელსაც ქარიშხალი აღმოსავლეთიდან დაატყდა. ხუთშაბათს და პარასკევს სტიქიამ დააზარალა ოკლაჰომა, მისისიპი, არკანზასი, ალაბამა და ჯორჯია, სადაც 17 ადამიანი დაიღუპა. იტყობინებიან, რომ ტორნადო ემუქრება შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონს და მსხვილ ქალაქ ბალტიმორს.
XS
SM
MD
LG