Accessibility links

logo-print

ბელგრადში საავადმყოფოში მოათავსეს ოპოზიციის მოშიმშილე ლიდერი ტომისლავ ნიკოლიჩი


ბელგრადში მშრალი შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღეს საავადმყოფოში მოათავსეს ყველაზე დიდი ნაციონალისტური ოპოზიციური პარტიის, სერბიის პროგრესული პარტიის ლიდერი ტომისლავ ნიკოლიჩი. 59 წლის ოპოზიციონერი კერძო კლინიკაში წაიყვანეს პირდაპირ პარლამენტიდან, სადაც ის შიმშილობდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. მანამდე მას შეხვდა სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი და შიმშილობის აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ოპოზიცია არჩევნების 18 დეკემბერს ჩატარებას ითხოვს. მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მას მერე, რაც ევროკავშირი წლის ბოლოს გადაწვეტს ქვეყნისთვის ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.
XS
SM
MD
LG